DEEP PURPLE home

DEEP PURPLE home
C'mon! C'mon! C'mon! Let's go space trucking round the Deep Purple World

July 13, 2008

Deep Purple-ს ქართული ბლოგი.


მოგესალმებით ყველას, განსაკუთრებით კი ”იასამნისფერი” მუსიკის მოყვარულებს!

ეს ბლოგი განკუთვნილი იქნება როკ-მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული ჯგუფის, დიფ ფარფლის მსმენელებისათვის, და იმათთვის, ვისაც უნდა რომ ეზიაროს მუსიკას, რომელიც 40 წელია ცოცხლობს, ვითარდება, ხდება უფრო და უფრო თანამედროვე, ცეცხლითა და ენერგიით სავსე. მუსიკა, რომელსაც მაღალი კლასის ინსტრუმენტალისტები ქმნიან. მუსიკა რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რაც მოდის ინსტრუმენტალისტთა გონებიდან, და არა იმაზე, თუ რა მოეწონება მასას და რა გაიყიდება უკეთ.

Deep Purple, ეს არ არის შოუ-ბიზნესში მოღვაწე ჯგუფი, რომელიც ფიქრობს იმაზე თუ როგორ გაყიდოს მეტი ალბომი და როგორ გახდეს კომერციული. Deep Purple, ესაა ბ(რ)ენდი, რომელიც 40 წელია მარტივი ფილოსოფიით მოღვაწეობს: Music comes first... 

ასე რომ, მათთვის, ვისთვისაც მუსიკა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კარგად გაფორმებული სცენები და კარგად გაყიდული ალბომები, Deep Purple საუკეთესო არჩევანია.

ამ ბლოგზე დაიდება ყველა სახის ინფორმაცია: ახალი ამბები, ახალი რელიზები, გადმოსაწერი ლინკები, ფოტოები, რეპორტები ტურნედან და ვიდეოები. რაც მთავარია, არა მხოლოდ უშუალოდ დიფ ფარფლის შესახებ, არამედ ყველა იმ ჯგუფზე რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული როკ-მუსიკის ამ მონსტრთან...

Welcome To The Purple World...

No comments: