DEEP PURPLE home

DEEP PURPLE home
C'mon! C'mon! C'mon! Let's go space trucking round the Deep Purple World

July 13, 2008

Monsters Of Rock ფესტივალი ჩაიშალა


Monsters Of Rock ფესტივალი, რომელიც 11 ივლისს ესპანეთში, ქალაქ ზარაგოზაში უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. ფესტივალის ჰედლაინერის, Deep Purple-ს გამოსვლამდე ერთი საათით ადრე მოულოდნელად საშინელი ქარიშხალი ამოვარდა და როგორც საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, წვიმამ ”გადარეცხა” ფესტივალი. შტორმის გამო წყობიდან გამოვიდა სცენა და ხმის აპარატურა, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. კონცერტზე ათასობით როკ-მუსიკის ფანი მივიდა.  ჯერჯერობით უცნობია რა ბედი ეწია 12 ივლისის კონცერტს, რომელზედაც ჰედლაინერი Iron Maiden იყო. 

იან გილანმა თავის საიტზე უკვე გაავრცელა ჯგუფის ოფიციალური განცხადება ამ ინციდენტთან დაკავშირებით, და შეპირდა ფანებს, რომ ეს ფესტივალი უახლოეს მომავალში აუცილებლად გაიმართება და დიფ ფარფლი აუცილებლად დაუკრავს მათთვის.

11 ივლისის კონცერტი იყო (უნდა ყოფილიყო) პირველი დღე დიფ ფარფლის ახალი ევროპული ტურნედან.

No comments: