DEEP PURPLE home

DEEP PURPLE home
C'mon! C'mon! C'mon! Let's go space trucking round the Deep Purple World

February 12, 2009

One Eye To Morocco

IAN GILLAN - ONE EYE TO MOROCCO

იან გილანის პირველი სოლო ალბომი ბოლო 10 წლის მანძილზე მალე დღის სინათლეს იხილავს. ოფიციალურ ვებ-გვერდზე გილანი საინტერესო ინფორმაციებს გადმოგვცემს ალბომის შესახებ. საინტერესოა თავად დასახელებაც, რომელიც პოლონური იდიომიდან მოდის: One Eye to Morocco and Another to Caucasus - პოლონურად ეს იდიომა შეესაბამება ადამიანს რომელსაც ბევრი განსხვავებული ინტერესი აქვს. ალბომი აშშ-ში ჩაიწერა როდესაც გილანმა დიფ ფარფლის ტურნესგან თავისუფალი დრო იპოვა. როგორც თვითონ მოგვითხრობს, თავდაპირველად 30 სიმღერა ჰქონდა დაწერილი ალბომისთვის, ძველ პარტნიორ სტივ მორისთან ერთად. სწორედ სტივ მორისთან ერთად გააკეთა მან ლეგენდარული სოლო ნამუშევარი Naked Thunder (1990).


მუსიკალურად, ეს არის ექსპერიმენტული მელოდიური ფოლკ-სოულ-ბლუზ მოტივებით გაჯერებული ძალიან ლამაზი სიმღერების კრებული, არანჟირებაში გამოყენებულია ფლეიტა და სხვადასხვა სახის საკრავები. აქ ვერ შეხვდებით გიტარის სოლოებს, რადგან როგორც გილანი ამბობს, არ უნდოდა როკ-ალბომის გაკეთება.

თრექლისტი:

  1. One Eye To Morocco (Gillan/Morris)
  2. No Lotion For That (Gillan/Morris)
  3. Don't Stop (Gillan/Appleby)
  4. Change My Ways (Gillan)
  5. Girl Goes To Show (Gillan/Morris)
  6. Better Days (Jackson)
  7. Deal With It (Gillan/Morris)
  8. Ultimate Groove (Jackson)
  9. Sky Is Falling (Gillan/Morris)
  10. Texas State Of Mind (Jackson)
  11. It Would Be Nice (Gillan/Morris)
  12. Always The Traveller (Gillan/Morris)

ალბომის რადიო პრემიერა უკვე იყო ევროპის ათამდე ქალაქის ცენტრალურ რადიოებში.

One Eye To Morocco დღის სინათლეს 6 მარტს იხილავს და მაქსიმალურად შევეცდები მალე მოგცეთ მისი გადმოწერის და მოსმენის საშუალება.

No comments: