DEEP PURPLE home

DEEP PURPLE home
C'mon! C'mon! C'mon! Let's go space trucking round the Deep Purple World

July 4, 2009

სრულიად დაუჯერებელი მარაზმი: დიფ ფარფლი რუსეთის სასამართლომ დააჯარიმა... მიზეზი???


რამდენიმე დღის წინ დაუჯერებელი ფაქტი მოხდა რუსეთში, სადაც ადგილობრივმა სასამართლომ დააჯარიმა ჯგუფი... არც მეტი არც ნაკლები იმისთვის, რომ ჯგუფმა 2008 წელს გამართულ რუსულ ტურნეზე დაუკრა......უბრალოდ.... საკუთარი სიმღერები (!)

როგორც აღმოჩნდა ქალაქ როსტოვში გამართულ კონცერტამდე ჯგუფის მენეჯმენტს უნდა მოეპოვებინა ლიცენზია სპეციალური ორგანიზაციისგან (?), რომ დიფ ფარფლს ჰქონოდა საკუთარი სიმღერების დაკვრის უფლება (?!)

მსგავსი ლიცენზიის აღება თუ საჭირო გახდებოდა, რათქმაუნდა ყველაზე განუვითარებელი ქვეყნის ყველაზე დაბალი კლასის ჯგუფის არცერთ წევრსაც კი აზრად არ მოუვიდოდა. მითუმეტეს როცა საუბარია ბრიტანული მუსიკის ლეგენდის და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტოპ-ჯგუფის შესახებ.

გამოტანილი "განაჩენის" თანახმად დიფ ფარფლის მენეჯმენტმა "უნდა" გადაიხადოს 1 000$ თვითოეულ სიმღერაზე რომელიც აღნიშნულ კონცერტზე დაუკრეს (ჯამში 15 000$).

უამრავ უცხოურ ინტერნეტ-გამოცემას სასაცილოდ არ ყოფნის აღნიშნულ "განაჩენზე" საუბარი, ერთ-ერთმა კანადურმა გამოცემამ სტატიაში ისიც აღნიშნა, რომ რუსეთში ან პირველი აპრილი ივლისში გადმოიტანეს, ან იუმორში მოიკოჭლებენო.

ჯგუფის მენეჯმენტს აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

No comments: