DEEP PURPLE home

DEEP PURPLE home
C'mon! C'mon! C'mon! Let's go space trucking round the Deep Purple World

November 19, 2009

დიფ ფარფლმა ოაზისი ჩაანაცვლა

როგორც ცნობილია, ამ წლის აგვისტოში ბრიტანული ჯგუფი "ოაზისი" დაიშალა. მათ 3 ცნობილ ფესტივალზე გამოსვლა ჰქონდათ დაგეგმილი სადაც ისინი ჰედლაინერის სტატუსით უნდა გამოსულიყვნენ, თუმცა დაშლის გამო ფესტივალის პრომოუტერები მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ, რადგან დაგეგმილ კონცერტებამდე 2 დღე იყო დარჩენილი. ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ოაზისის მაგივრად მოეწვიათ რომელიმე ლეგენდარული როკ-ჯგუფი რათა ფესტივალი "გადაერჩინათ". მათ არჩევანი დიფ ფარფლზე გააკეთეს. Rock Am See festival-ის ორგანიზატორი იხსენებს: "როდესაც გავიგე რომ ოაზისი დაიშალა, მთელი ღამე არ მეძინა რადგან 2 დღეში კონცერტი იყო დაგეგმილი, რომელზეც 40 000 ბილეთი უკვე გაყიდული იყო, არ ვიცოდი რა მექნა რომ 40 000 მაყურებელი გამწარებული არ მოგვწდომოდა. ერთ-ერთმა მეგობარმა მითხრა რომ სწორედ ამ დროს დიფ ფარფლს შვეიცარიაში ჰქონდა კონცერტი და მათი გადმოყვანა შვეიცარიიდან გერმანიაში ადვილი იქნებოდა. იმ ღამესვე დავუკავშირდი ჯგუფის მენეჯმენტს და დილით უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ ოაზისის მაგივრად დარჩენილ 2 ფესტივალზე ჰედლაინერად დიფ ფარფლი დაუკრავდა."

ნერვიულობდნენ თავად დიფ ფარფლის წევრებიც, რადგან კონცერტზე მოსულ ბრიტპოპის ფანებს ჰედლაინერად ჰარდროკ ჯგუფი დახვდებოდათ და არავინ იცოდა როგორ მიიღებდა მაყურებელი ამ ცვლილებას. საბოლოოდ ყველაფერი ისე წარიმართა როგორ ეს ლეგენდარულ ჯგუფს შეეფერება. მიუხედავად ოაზისის დაშლისგან გამოწვეული სტრესისა, აგვისტოს ბოლოს გერმანიის ბოდენსტადიონზე 40 000 მაყურებელი სულმოუთქმელად ელოდებოდა დიფ ფარლის გამოჩენას და კონცერტის შემდეგ ჯგუფი ხანგრძლივი აპლოდისმენტებით გაუშვეს. აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ვერც ჯგუფ Kasabians-ის წევრები, რომლებმაც დიფ ფარფლის გამოსვლამდე ერთსაათიანი სეტით გაახურეს მაყურებელი და სცენის უკნიდან 2 საათის განმავლობაში ადევნებდნენ თვალს დიფ ფარფლის კონცერტს. აი რა განაცხადა კასაბიანსის ერთ-ერთმა წევრმა კონცერტის შემდეგ: "პირველად ვნახე დიფ ფარფლი ლაივში და მსგავსი არაფერი მომისმენია, ნამდვილი როკერები არიან, სცენაზე ისეთი ენერგიის ცეცხლი დაანთეს, გულახდილად რომ ვთქვა, შემშურდა კიდეც"

გერმანიის შემდეგ დიფ ფარფლმა ასეთივე წარმატებით ჩაანაცვლა ოაზისი მილანში დაგეგმილ ფესტივალზე. კონცერტის პირველი 10 წუთი (რომეო და ჯულიეტას ინტრო და Highway Star) შეგიძლიათ იუტუბზე მოისმინოთ

No comments: