DEEP PURPLE home

DEEP PURPLE home
C'mon! C'mon! C'mon! Let's go space trucking round the Deep Purple World

August 7, 2008

ისრაელი Jesus Christ-ის მოლოდინში


ფოტოზე: კეისარიის ამფითეატრი

Deep Purple-ს ტრიუმფი ისრაელში გრძელდება. 
2 თვით ადრე ყველა ბილეთი კეისარიის ამფიტეატრში ჩასატარებელი კონცერტისთვის (7 სექტემბერს) გაყიდულია, ამის გამო ჯგუფმა კიდევ ერთი კონცერტი დაამატა 8 სექტემბრისთვის, ისევ კეისარიის ამფითეატრში. დღეს ცნობილი გახდა რომ მეორე კონცერტის ბილეთებიც ბოლომდე გაყიდულია. ამის გამო Deep Purple-ს მენეჯმენტმა კიდევ ორი კონცერტი დაამატა, ამჯერად თელ-ავივში, 9 სექტემბერს, Hangar-ის ცნობილ დარბაზში და 19 სექტემბერს კიდევ ერთი კონცერტი ისევ კეისარიის ულამაზეს ისტორიულ ამფითეატრში. ბილეთის ფასი კვლავ არნახულად მაღალია ისრაელისთვის - 270 დოლარი.  

საბოლოო ჯამში კი კონცერტის თარიღები ასე გამოიყურება: 

7 სექტემბერი, კეისარია, ამფითეატრი - გაყიდულია 
8 სექტემბერი, კეისარია, ამფითეატრი - გაყიდულია 
9 სექტემბერი, თელ-ავივი, ჰანგარი - გაყიდვა დაიწყო 
19 სექტემბერი, კეისარია, ამფითეატრი - გაყიდვა დაიწყო 

აქვე გეტყვით რომ ერთი წლის წინ კეისარიის ამფითეატრში კონცერტი ჰქონდა დევიდ გილმორს, და გაცილებით იაფი ბილეთებით მან მხოლოდ ნახევრად გაავსო ამფითეატრი. 
ორგანიზატორების განცხადებით, შესაძლოა ჯგუფმა კონცერტები დახურონ რომელიმე სიმღერით მიუზიკლ Jesus Christ Superstar-დან.

No comments: