ეს გახლავთ სტივ მორსის პერიოდის დიფ ფარფლის საუკეთესო სიმღერების კრებული 1996 წლიდან 2006 წლამდე. სიმღერები ამოღებულია ალბომებიდან: Purpendicular, A Band On, Bananas და Rapture of the Deep. თამამად შეიძლება Purpled Morse Years ჩაითვალოს ჯგუფის ერთ-ერთ საუკეთესო კომპილაციად 40 წლის მანძილზე. გადმოიწერეთ და იგრძენით თუ რამხელა პროგრესი განიცადა ჯგუფმა მას შემდეგ, რაც მათ შემადგენლობას მსოფლიოს საუკეთესო გიტარისტად ზედიზედ 5-ჯერ აღიარებული სტივ მორსი შეუერთდა.
ალბომი რამდენიმე მძიმე თრექით იწყება, მას მოსდევს ბალადა Sometimes I Feel like Screaming და აკუსტიკური სიმღერა ირლანდიური მოტივებით The Aviator. შემდეგ მოდის 2 უმძიმესი ჟღერადობის სიმღერა A Band On-დან. ყველაფერი უცებ გადაიზრდება ენერგიულ დრაივიან სიმღერებში ბანანების ალბომიდან და სრულდება ალბომ Rapture-ს საუკეთესო თრექებით. მძიმე, ფარფლური, ულამაზესი სტრუქტურისა და მელოდიის სიმღერები თქვენს ხელთაა ამ კომპილაციით.
Yes, it's allright... this is rapture of Deep Purple...
No comments:
Post a Comment