DEEP PURPLE home

DEEP PURPLE home
C'mon! C'mon! C'mon! Let's go space trucking round the Deep Purple World

September 18, 2008

ბრიტანული ტურნე - პატარა თეატრებში!


სულ ცოტა ხნის წინ, 2008 წლის აგვისტოში ლონდონის კონცერტის შემდეგ იან გილანმა განაცხადა რომ 2009 წელს დიფ ფარფლს დაგეგმილი აქვს ტურნე ბრიტანეთში, მაგრამ ამჯერად კონცერტები გაიმართება არა 20 000 კაციან არენებზე (Wembley Arena; Birmingham NEC) არამედ პატარა თეატრებში. გილანი ამ გადაწყვეტილებას ასეთ ახსნას უძებნის: "მაყურებლის რადენობა ჩვენთვის გადამწყვეტი არაა. მეკითხებით რომელი იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კონცერტი ჯგუფის ისტორიაში? ეს იყო 2006 წელს აშშ-ში გამართული ლაივი, რომელსაც 100 000 ადამიანი დაესწრო. რატომ? იმიტომ რომ ამ კონცერტზე ჯგუფი ცალკე იყო, მაყურებელი ცალკე. ძნელია მაყურებელთან ინტერაქტიური ურთიერთობა, როცა სცენასა და მსმენელს შორის დაშორება რამდენიმე მეტრია და როცა კონცერტს ასიათასობით ადამიანი ესწრება, რომელთაგანაც რეალურად რამდენიმე ათასი შეიძლება იყოს რეალური ფანი. სწორედ ამიტომ, ჩვენი მომდევნო ბრიტანული ტურნე გაიმართება თეატრებში, სადაც უფრო ინტიმური გარემო იქნება და უშუალო კონტაქტი გვექნება მსმენელთან. მთავარია ის, თუ რას აძლევ მაყურებელს და რას იღებ მისგან, და არა ის, თუ რამდენი ათასი კაცი ესწრება შენს კონცერტს." მომავალი ბრიტანული ტურნეს ბილეთები, თეატრების შედარებით მცირე ტევადობის გამო სავარაუდოდ 3-ჯერ უფრო ძვირი ეღირება.

No comments: