25 სექტემბერს საქველმოქმედო ღონისძიება Sunflower Jam-ზე Deep Purple-მ კიდევ ერთხელ დაუკრა ჯგუფის ლეგენდარულ ორღანისტ ჯონ ლორდთან ერთად. ამ ერთდღიან Reunion-კონცერტზე მათ მსოფლიოში ცნობილი როკ-ვოკალისტი, ჯგუფ Iron Maiden-ის სოლისტი Bruce Dickinson შეუერთდათ. ამ საქველმოქმედო კონცერტზე ბილეთის ფასი საკმაოდ მაღალი იყო და 300$-მდე მერყეობდა, თუმცა ყველა ბილეთი კონცერტამდე 2 თვით ადრე გაიყიდა. Deep Purple-ს მიერ შესრულებული სეტი ძალიან წააგავდა სიმღერათა იმ ჩამონათვალს რომელსაც ჯგუფი 1972-1973 წლებში უკრავდა ტურნეებზე. მათ შორის აღსანიშნავია 69 წელს დაწერილი ინსტრუმენტალი Wring That Neck და 60-იანების ჰიტი Luccille.
სეთლისტი:
Pictures Of Home
Strange Kind Of Woman
Hush - +Jon Lord
Wring That Neck - +Jon Lord
Mary Long
Highway Star
Contact Lost
Steve Morse-ს სოლო
Well Dressed Guitar
Smoke On The Water - +Jon Lord და Bruce Dickinson
Black Night - +Jon Lord და Bruce Dickinson
Lucille - +Jon Lord და Bruce Dickinson
ფოტოგალერეა იხილეთ აქ
No comments:
Post a Comment