DEEP PURPLE home

DEEP PURPLE home
C'mon! C'mon! C'mon! Let's go space trucking round the Deep Purple World

November 17, 2008

ჯგუფის უახლოესი გეგმები

როჯერ გლოვერმა და იან გილანმა ჯგუფის მომავალ გეგმებზე ისაუბრეს. გაირკვა რომ ჯგუფის წევრები უკვე ფიქრობენ ახალ სტუდიურ ალბომზე მუშაობის დაწყებას, თუმცა იქამდე 2009 წლის დასაწყისში მათ დაგეგმილი აქვთ ტურნე დიდ ბრიტანეთში, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში. ჯგუფის გეგმების გამო, იან გილანი ვერ შეძლებს თავისი მომავალი სოლო ალბომის მხარდასაჭერი ტურნეს გამართვას. ხოლო დიფ ფარფლის ახალ ალბომზე მუშაობა სავარაუდოდ 2009 წლის გაზაფხულზე დაიწყება და გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისსში დახლებზე უკვე იდება ჯგუფის ახალი სტუდიური ალბომი.
შეგახსენებთ რომ დიფ ფარფლის ბოლო სტუდიური ალბომი Rapture Of The Deep 2005 წელს გამოვიდა და 1984 წლის Perfect Strangers-ის შემდეგ მათი ყველაზე წარმატებული ნამუშევარი გამოდგა. 2008 წლის ზაფხულში გავრცელებული ინფორმაციით კი, 3 წელიწადში Rapture გაიყიდა იმაზე მეტი ეგზემპლიარით, ვიდრე 1984 წლის რეუნიონ ალბომი. Rapture of the Deep არის აგრეთვე პირველი ალბომი სტივ მორსის დროინდელი ალბომებიდან, რომელიც ამერიკის ჩარტებში მოხვდა. ბილბორდის ჩარტებში ამ ალბომმა 43-ე ადგილი დაიკავა. ბოლო ალბომი, რომელიც ამერიკის ჩარტებში მოხვდა, ეს იყო ბლექმორისდროინდელი 1993 წლის The Battle Rages On, რომელიც განსხვავებით Rapture-სგან 195-ე ადგილს დასჯერდა.
ისღა დაგვრჩენია დავეოლოდოთ "იასამნისფერების" მორიგ ტურნეს და ახალ სტუდიურ ნამუსევარს.

No comments: