DEEP PURPLE home

DEEP PURPLE home
C'mon! C'mon! C'mon! Let's go space trucking round the Deep Purple World

November 18, 2008

იან გილანი საუბრობს ქართულ-რუსულ ომზე

სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა რუსულა არხმა გაავრცელა ინტერვიუ იან გილანთან, რომელიც ჩაწერილია 1 თვის წინ, ჯგუფის რუსული ტურნეს დროს. ინტერვიუში იან გილანი საუბრობს ქართულ-რუსულ კონფლიქტზე და ძალიან დიდი სითბოთი მოიხსენიებს საქართველოს: "მე მახსოვს საქართველო და ქართველი ხალხი, მე ხომ თბილისში დავიწერე ჯვარი" ამბობს გილანი.
გარდა ამისა ის საუბრობს ხელოვნებაზე, ჯგუფის ისტორიაზე, მედვედევსა და მუსიკაზე. როგორც გახსოვთ, ჯგუფმა 2008 წლის იანვარში დაუკრა კრემლში სპეციალური შოუ რუსეთის პოლიტიკოსებისათვის. ფარფლების ამ ნაბიჯს დიდი კრიტიკა მოყვა პრესის მხრიდან, ამაზე კი იან გილანმა მარტივი პასუხი გასცა: "ჩვენ არ გვაინტერესებს პოლიტიკა, ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, არამედ ვართ მუსიკოსები. შესაბამისად, დავუკრავთ ყველასთვის ვისაც ჩვენი მუსიკა უყვარს, განურჩევლად პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა."
როგორც გახსოვთ, მედვედევმა Deep Purple თავის საყვარელ ჯგუფად დაასახელა, რაც დასავლურმა პრესამ იმით ახსნა, რომ პრეზიდენტს ამით უბრალოდ უნდოდა კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი თავისი "ლიბერალურობისთვის" და წარმოესახა თავისი თავი როგორც თანამედროვე, კეთილი და მუსიკის მოყვარული ადამიანი.
მედვედები ცდება, იან გილანი თუ დასავლური პრესა, სხვა საკითხია, თქვენ კი იხილეთ საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ.



No comments: