DEEP PURPLE home

DEEP PURPLE home
C'mon! C'mon! C'mon! Let's go space trucking round the Deep Purple World

November 28, 2008

२००९ წლის გეგმები


როგორც ჩანს 2009 წელს ჯგუფი ბევრ სიურპრიზს შემოგვთავაზებს. უკვე ცნობილია რომ იგეგმება დიფ ფარფლის ახალი სტუდიური ალბომის ჩაწერა, აგრეთვე გაზაფხულზე იან გილანი გამოუშვებს სოლო ალბომს, ხოლო დონ ეირი გამართავს ევროპულ ტურნეს თავისი ახალი ალბომის A Light In The Sky-ს მხარდასაჭერად. რაც შეეხება სტივ მორსს, მისგან რაიმე სოლო-პროექტს ჯერჯერობით არ უნდა ველოდოთ, სამაგიეროდ ის ტრადიციულად გამართავს გიტარ-კლინიკებს თითქმის ყველა ქალაქში რომელსაც სტივი ფარფლებთან ტურნეს ფარგლებში ეწვევა.

უკვე ირკვევა ისიც, რომ 2009 წლის უმეტეს ნაწილს ჯგუფი კვლავ მსოფლიო ტურნეში გაატარებს. (და ალბათ შევლენ კიდეც მუსიკის ისტორიაში როგორც ყველაზე ხანგრძლივი ტურნეების მქონე ჯგუფი). აღსანისნავია რომ ჯგუფს არ შეუწყვეტია მსოფლიო ტურნე 1984 წლიდან 1989 წლამდე, შემდეგ ახალი შემადგენლობით 1990-1991 წლებში, ხოლო რიჩი ბლექმორის წასვლის შემდეგ კი 1994 წლიდან 2008 წლამდე დიფ ფარფლი განუწყვეტლივ მსოფლიო ტურნეშია.

აქვე უნდა გახაროთ, რომ ჯგუფმა როგორც იქნა შეცვალა სეთლისტი და კონცერტების ხანგრძლივობა თითქმის ორსაათნახევრამდე გაზარდეს. მათ შორის, კონცერტებზე სრულდებოად 8-9 სტივ მორსის დროინდელი სიმღერები და ჯგუფის თითქმის ყველა საუკეთესო ჰიტი. (გერმანულ ტურნეზე დამატებული სიმღერები გამუქებულია)

Pictures Of Home
Things I Never Said
Into The Fire
Strange Kind Of Woman
(პირველ ოთხ სიმღერას დაახლოებით 25 წუთის მანძილზე გადაბმულად უკრავდნენ)
Rapture Of The Deep
Wrong Man
Kiss Tomorrow Goodbye
Contact Lost (მიუძღვნეს ჯგუფის მუდმივ ფოტოგრაფს სახელად Pyro)
სტივ მორსის სოლო
The Well-Dressed Guitar
Mary Long
Sometimes I Feel Like Screaming
Ted The Mechanic
Wring That Neck
The Battle Rages On
დონ ეირის სოლო ~
Perfect Strangers
Space Truckin'
Highway Star
Smoke On The Water.

ბისზე:

Lazy
Hush
იან პეისის სოლო
როჯერ გლოვერის სოლო
Black Night

No comments: