DEEP PURPLE home

DEEP PURPLE home
C'mon! C'mon! C'mon! Let's go space trucking round the Deep Purple World

December 11, 2008

კლასიკური შემადგენლობა २००९-ში აღსდგება?

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, 2009 წელს შეიძლება ველოდოთ დიფ ფარფლის კლასიკური შემადგენლობის (ბლექმორი/გილანი/ლორდი/გლოვერი/პეისი) აღდგენას. მინიშნებები აქამდეც კეთდებოდა, თუმცა სულ რამდენიმე დღის წინ, ბიბისი ნიუსთან საუბრისას ოფიციალურმა პრომოუტერმა განაცხადა, რომ 2009 წელს მსოფლიო იხილავს კიდევ ერთი მეგა-ბენდის შემადგენლობის აღდგენას, და ეს იქნება ლედ ზეპელინის რეიუნიონის შემდეგ ალბათ ყველაზე დიდი რეიუნიონი.

პრომოუტერი არ აკონკრეტებს ჯგუფს მაგრამ ამბობს: "ეს განსაკუთრებით გაახარებთ ადამიანებს, ვისაც 70-იანი წლების როკ-მუსიკა უყვარს" საუბარია იმაზეც, რომ ჯგუფი, რომლის შემადგენლობის აღდგენაც იგეგმება 2009 წლისათვის, იყო 70-იანების ყველაზე დიდი როკ-ჯგუფი ლედ ზეპელინთან ერთად. აქ კი უდავოა, რომ დიფ ფარფლი იგულისხმება.

არის კიდევ რამდენიმე ფაქტორი, რაც გვაფიქრებინებს რომ პრომოუტერი სწორედ დიფ ფარფლის კლასიკური შემადგენლობის აღდგენაზე მიგვანიშნებს:

1. სტივ მორსმა უკვე გააკეთა რამდენიმე მინი-განცხადება ჯგუფიდან მისი შესაძლო წასვლის თაობაზე
2. რიჩი ბლექმორმა უარი უთხრა ქენდის ნაითს Blackmore's Night-ის ახალი ალბომის ჩაწერაზე და ურჩია მას რომ სოლო-კარიერას მოჰკიდოს ხელი
3. 1 წლის წინ უკვე ვრცელდებოდა ჭორები ლონდონში, O2 არენაზე 3 ჯგუფის U2, Judas Priest და Deep Purple-ს 3 დღიან კონცერტებზე, იმ განსხვავებით რომ O2-ში ფარფლები ახალი შემადგენლობით დაუკრავდნენ
4. ცოტა ხნის წინ ჯონ ლორდმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ჯგუფში მის და ბლექმორის დაბრუნებას
5. როჯერ გლოვერმა ერთი კვირის წინ განაცხადა რომ 2009 წელს ფანები დიფ ფარფლისგან უდიდეს სიურპრიზებს უნდა ელოდნენ.
6. 2009 წელს ჯგუფს ზუსტად 40 წელი უსრულდება

იხილეთ წყარო: http://www.planetrock.co.uk/021208-1.html

No comments: