DEEP PURPLE home

DEEP PURPLE home
C'mon! C'mon! C'mon! Let's go space trucking round the Deep Purple World

January 8, 2009

Metallica-ს დრამერი ფარფლებში დაუკრავს???


თუკი აქამდე საუბარი იყო დიფ ფარფლის მე2 კლასიკური შემადგენლობის აღდგენაზე, მსოფლიოს სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებში ტოპ-ნიუსად ეხლა უკვე ჯგუფის მე-3 შემადგენლობის შესაძლო აღდგენა იქცა. 2009 წლის Classic Rock Magazine-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუებში ჯგუფის სხვადასხვა წევრები საუბრობენ, რომ ქოვერდეილი/ჰიუზი/ბლექმორი/ლორდი შეიძლება კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ მსოფლიო ტურნესთვის. ერთადერთი წევრი, რომელიც მე-3 შემადგენლობას აკლდება, არის იან პეისი. ყველა თანხმდება იმაზე რომ იან პეისი არავითარ შემთხვევაში არ მიატოვებს დიფ ფარფლის ამჟამინდელ შემადგენლობას. ამიტომ MK3-ს სხვა დრამერის პოვნა მოუწევს. იმავე ჟურნალში, ჯგუფ მეტალიკას დრამერი ლარს ულრიხი ამბობს, რომ დიფ ფარფლი მისი ყველა დროის საყვარელი ჯგუფია. ამავდროულად პირველი როკ-კონცერტი რომელიც ლარსმა ნახა ლაივში, ეს იყო დიფ ფარფლის 1973 წლის ლეგენდარული კონცერტი ფინეთში. ციტირება: "თუკი დიფ ფარფლის MK3 მსოფლიო ტურნეზე გასვლას გადაწყვეტს, დიდი სიხარულით დავთანხმდები მათთან ერთად დავუკრა დრამზე".
ამის პარალელურად, ჯონ ლორდი და დევიდ ქოვერდეილი კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ჭორებს. ქოვერდეილი: "ჩემს ჯგუფთან Whitesnake-თან ერთად ისედაც დიდი წარმატებით ვმოღვაწეობ, ასე რომ, ფარფლების რომელიმე ინკარნაციაში დაბრუნებას არ ვაპირებ". თავის მხრივ, ჯონ ლორდიც უარყოფს შესაძლო რეიუნიონს "ჩემთვის არავის შემოუთავაზებია MK 3-ის აღდგენა და მასში ჩემი ჩართვა. და რომც შემოეთავაზებინათ, ვერ წარმომიდგენია ეს ყველაფერი იან პეისის გარეშე. ძალიან ვაფასებ ლარს ულრიხის დამოკიდებულებას ჩვენი ჯგუფის მიმართ, მაგრამ არ იქნება რეიუნიონი, თუ მას ეკლდება ნებისმიერი წევრი რომელიც Mk 3-ში იყო"

განსხვავებით მესამე შემადგენლობისა, რამდენიმე თვის წინ მიცემულ ინტერვიუში ჯონ ლორდი არ უარყოფდა ჯგუფის კლასიკური მე2 შემადგენლობის შესაძლო აღდგენას.