ზუსტად 25 წლის წინ, 1984 წელს ჯგუფის კლასიკური შემადგენლობა თავიდან შეიკრიბა და მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაახვია თავბრუ იასამნისფერი დიდებით. Perfect Strangers წლის ალბომად აღიარეს, 1984-85 წლების ფარფლების ტურნე 2 წლის მანძილზე მსოფლიოს ყველაზე გრანდიოზულ ტურნედ რჩებოდა ხოლო დიფ ფარფლი კვლავ მსოფლიოს #1 როკ-ჯგუფის სტატუსით სარგებლობდა 80-იანების ამ პერიოდში. მათ თითო კონცერტს 40-50-60 000 მაყურებელი ესწრებოდა, ხოლო ბრიტანეთში ფარფლების პირველ რეიუნიონ კონცერტს 200 000-მდე მაყურებელი დაესწრო.
2009 წელს კი ჯგუფი გეგმავს რეიუნიონ-ალბომის Perfect Strangers-ის 25 წლის საიუბილეო გამოშვებას. ამასთან 2009 წელს გამოვა შემდეგი ორი ალბომის House Of Blue Light და ლაივ-ალბომ Nobody's Perfect-ის საიუბილეო ვერსიები.
No comments:
Post a Comment