DEEP PURPLE home

DEEP PURPLE home
C'mon! C'mon! C'mon! Let's go space trucking round the Deep Purple World

February 12, 2009

Blackmore's Night - კონცერტები ბის-ის გარეშე!


რიჩი ბლექმორს და მის პროექტს ალბათ მძიმე დღეები უდათ, რადგან სულ ახლახანს გამართულ ევროპულ ტურნეზე თითქმის ყველა მეორე კონცერტი მთავრდებოდა ისე, რომ მთავარი სეტის შემდეგ ჯგუფი ბისზე აღარ გამოდიოდა და იმედგაცრუებულებს უშვებდნენ მაყურებლებს. ცნობილია რომ რიჩი ამას ხშირად აკეთებდა როდესაც არ იყო კმაყოფილი იმ საქმით რასაც ემსახურებოდა. დიფ ფარფლის 87 წლის ტურნეს დროს ძალიან ბევრი კონცერტი ბისის და Smoke On The Water-ის გარეშე ჩატარდა, ერთ წელში კი გილანმა ჯგუფი დატოვა. ცნობილის ისიც რომ რიჩიმ უარი უთხრა თავის მეოღლეს და ბლექმორის ღამეების ვოკალისტს ახალი ალბომის ჩაწერაზეც. ნიშნავს კი ეს იმას, რომ რიჩის ეს პროექტი მობეზრდა და ამ პროექტის დასასრული ახლოვდება? მითუმეტეს მაშინ, როცა მას-მედია უკვე ხმამაღლა საუბრობს 2009 წელს მოსალოდნელ დიდ რეიუიონზე (იქნება ეს Deep Purple mkII, mkIII თუ Rainbow)

No comments: