DEEP PURPLE home

DEEP PURPLE home
C'mon! C'mon! C'mon! Let's go space trucking round the Deep Purple World

February 24, 2009

DEEP PURPLE თურქეთში ჩადის!!! ჩვენც!


ამ ზაფხულს, 20 ივლისს ჯგუფი გამართავს ერთ კონცერტს თურქეთში, სტამბულის Turkcell Kurucesme Arena-ზე। ჯგუფის ქართველი ფანები ვაპირებთ, რომ საერთო ძალებით დავიძრათ სტამბულისკენ და ვნახოთ მსოფლიო როკ-მუსიკის ერთ-ერთი უდიდესი ჯგუფის კონცერტი। საორგანიზაციო საკითხების მოგვარება ჯერ არ დაგვიწყია. ჯერჯერობით ცნობილია თუ დაახლოებით რა დაჯდება ეს ყველაფერი:
1. სტამბულამდე ჩასვლა და ჩამოსვლა ავტობუისით - 120$
2। კონცერტის 1 ბილეთი - 119 ევრო (ეს ფასი ერთ-ერთმა საიტმა დაპოსტა, თუმცა ზუსტი ფასი უცნობია ჯერ)
3। საზღვარგარეთის პასპორტი და პირადობა - უფასო।
რაც შეეხება კონცერტის ბილეთის ფასს, ჯერჯერობით მხოლოდ ერთ საიტზე დევს და ეს ფასი იქაა მოცემული. როგორც წესი დიფ ფარფლი თავის ბილეთებს ასე ძვირად არ ყიდის, ასე რომ 119 ევრო ნავარაუდევია ყველაზე მაქსიმუმი.
ქალაქში დარჩენას რაც შეეხება, თუ მოხერხდა 20-მდე ფანის შეკრება, ყველანი ვიქირავებთ ერთ ავტობუსს რომელიც ჩაგვიყვანს, დაგველოდება და ჩამოგვიყვანს। შესაბამისად, ღამეს ავტობუსში გავათევთ და სასტუმროში დამატებით 70-100$ გადახდა არ მოგვიწევს।
დეტალები ზუსტდება, თუ გაქვს სურვილი რომ ამ, ზაფხულს საკუთარ თავს დაუვიწყარი ლაივი აჩუქო, აუცილებლად შემეხმიანე E-mail: george_kikoni@yahoo.com
შევხვდებით "იასამნისფერ" სტამბულში :)

1 comment:

blackmore_ said...

mec! gaumarjos bratci, me minda dalaparakeba mag temaze da tu shegidzliat momweret ra skype: deep_purple_001