DEEP PURPLE home

DEEP PURPLE home
C'mon! C'mon! C'mon! Let's go space trucking round the Deep Purple World

June 7, 2009

გილანი სტამბულში ქართველ ფანებს პირადად შეხვდება!!!


ეს ინფო იქნება ალბათ ყველაზე გასახარებელი ინფო იმ რამდენიმე ათეული ქართველი ფანისთვის, ვინც სტამბულში Deep Purple-ს კონცერტზე მოდის - იან გილანის გადაწყვეტილებით, სტამბულში კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე მოეწყობა შეხვედრა თბილისიდან ჩასულ ფანებთან.

ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ რამდენიმე თვის წინ გილანს მივწერე ვრცელი წერილი, თუ როგორ გვიყვარს საქართველოში ეს ჯგუფი, გავახსენე მისი ქორწილი თბილისში და ვუთხარი, რომ ათეულობით ქართველი ფანი მივდივართ სტამბულში საოცნებო ჯგუფის სანახავად. საერთო ჯამში, იმდენად თბილი წერილი გამოვიდა რომ..... რომ იან გილანმა გადაწყვიტა, თავისი ინიციატივით შეხვდეს იმ ათეულობით თბილისელ ფანს, რომლებიც 2000 კილომეტრს გადიან საყვარელი ჯგუფის სანახავად. :)

ჩემს მიერ მიწერილი მეილი და ჯგუფის ტურ-მენეჯერის პასუხი
იხილეთ აქ

მოკლედ, გავიხაროთ ქართველო ფანებო და მსოფლიოს ყველაზე დიდ როკ-ვოკალისტთან შესახვედრად მოვემზადოთ :)

როგორც კი მათ ტურ მენეჯერთან ერთად შეხვედრის საკითხებს გადავწყვიტავთ, დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით.


კონცერტზე წამოსვლის მსურველები, როგორც უკვე იცით მეხმიანებით ნომერზე: 877 120 556

2 comments:

ყიფო said...

გამარჯობათ :)
ჩვენც მოვდივართ დპ-ს კონცერტზე, ოღონდ ცოტა ადრე ჩავდივართ სტამბულში და ბილეთებიც ონლაინ ვიყიდეთ უკვე, ანუ იქ შეგხვდებით ქართველების ჯგუფს :) უბრალოდ ძალიან მომეწონა, აღვფრთოვანდი ამ იდეით და იქ სად შეგვიძლია რო დაგიკავშირდეთ?:) ბევრნი არ ვართ, 4ნი ვართ, ასე რომ ველოდები თქვენ პასუხს :) გმადლობ :)

Anonymous said...

gaumarjos, giorgi var am shexvedris organizatori.

877 120 556 egaa chemi mobili, damireke da gagarkvev yvelafershi.
tu Stambulshi iknebit, 19 ivliss dilit chavdivart chven, ase rom sheni mail chamacerine da 19 ivliss Stambulshi mailze mogcer sad da rodis ikneba shexvedra, da cinascar tkveni otxives saxeli, gvari da mobili momcere am mailze: george_kikoni@yahoo.com