DEEP PURPLE home

DEEP PURPLE home
C'mon! C'mon! C'mon! Let's go space trucking round the Deep Purple World

July 8, 2008

გადმოიწერეთ! - Live In Stuttgart 1993

საჩუქარი deeppurplegeorgia.blogspot.com-ის სტუმრებს!

ეს გახლავთ ჯგუფის საუკეთესო ლაივ-კონცერტი Made In Japan-ის შემდეგ, და ალბათ როკ-მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ლაივი. დაივიწყეთ ლამაზი სცენის დეკორაციები და გრანდიოზული შოუები იაფფასიანი მუსიკის სანაცვლოდ. გადმოიწერეთ შტუტგარტის 1993 წლის ლაივი, და მოისმინეთ, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი (!) პროფესიონალების ჯგუფი. ამ კონცერტით Deep Purple-მ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ისინი მსოფლიო მუსიკის პრემიერ-ლიგაში მოღვაწეობენ, და რომ ასეთი ჯგუფი მსოფლიოს ბევრი არ ყოლია.

(!) კონცერტი განეკუთვნება კატეგორიას: "სავალდებულოა მოსმენა ნებისმიერი მელომანისთვის" 

აქვე სიმღერების ჩამონათვალი და მათი მოკლე აღწერა:
1. Highway Star 
2. Black Night 
3. Talk About Love 
4. Twist In The Tale 
5. Perfect Strangers 
6. Mule 
7. Beethoven's Ninth (ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონია, რომელიც ფაქტიურად მაყურებელთან ერთად შეასრულა ლორდმა)
8. Knocking At Your Back Door (სიმღერას თან ერტვის ნაწყვეტი მიუზიკლიდან Jesus Christ Superstar)
9. Anyone's Daugther ამ ულამაზესი და მსუბუქი სიმღერის მერე სცენაზე ბომბის აფეთქებას გავს, რაც ამ ჯგუფმა გააკეთა: დაუკრეს 2 უდიდესი ჰიტი და უძლიერესი სიმღერა ერთმანეთზე გადაბმულად, შეწყვეტის გარეშე (საერთო ჯამში 25 წუთი):
10. Child In Time 
11. Anya 

12. Battle Rages On 
13. Lazy (8 წუთიანი გენიალური ვერსია, ბლექმორი და ლორდი არანორმალური სისწრაფით უკრავენ, რასაც მოჰყვება იან პეისის სოლო დრამზე)
14. In The Hall Of The Mountain King (ედვარდ გრეგის ცნობილი სიმფონიური ნაწარმოების წუთნახევრიანი ვერსია)

შემდეგ კი ჯგუფი ისევ მაქსიმუმს აჩვენებს, გადაბმულად დაუკრეს თავიანთი 2 უდიდესი ჰიტი, + The Rolling Stones-ის ულამაზესი სიმღერა Paint It Black
15. Space Truckin' 
16. Woman From Tokyo 
17. Paint It Black 

ბისზე გამოსვლისას:
18. Speed King (ამ სიმღერის საუკეთესო და ყველაზე მრავალფეროვანი ვერსია, ბლექმორი და ლორდის მუს. დუელი ალბათ ერთ-ერთი ულამაზესი დუელია როკ-მუსიკაში. + ნაწყვეტი სიმღერიდან Burn)
19. Hush (სიმღერის ნახევარი სრულდება თავიდან ბოლომდე მაყურებლის მიერ, ჯგუფი მხოლოდ აკომპანიმენტს უწევს მაყურებელს)

ბისზე მეორედ გამოსვლისას:
20. Smoke On The Water (12 წუთიანი ვერსია, სიმღერას წინ უძღვის ბლექმორის სოლო, რომელმაც Stuttgart-ის ვერსია Smoke on The Water-ის საუკეთესო შესრულებად აქცია)


ეს ალბომი უნდა გადმოიწეროთ, ჩართოთ და გარანტიას გაძლევთ, ეს 2 საათიანი კონცერტი ერთ-ერთი საუკეთესო ლაივია როკ-მუსიკის ისტორიაში. (ალბათ Made In Japan-ზე უკეთესიც). არ გამოტოვოთ კონცერტის არცერთი სიმღერა და არცერთი წუთი!

გადმოიწერეთ

(!) პაროლი არქივზე: deeppurplegeorgia

2 comments:

Anonymous said...

linki ar mushaobsoo :(

tak.xucishvili said...

rato ver viwer? linki gaasworet raa :(