DEEP PURPLE home

DEEP PURPLE home
C'mon! C'mon! C'mon! Let's go space trucking round the Deep Purple World

September 12, 2008

Deep Purple - წლის მოვლენა ისრაელში

ფოტოზე: ებრაული კონცერტების ბილეთი

დიფ ფარფლმა უკვე 2 კონცერტი გამართა ისრაელში. როგორც უკვე ცნობილი გახდა, ჯგუფმა მოხსნა ბილეთების გაყიდვების რეკორდი ისრაელში, უცხოური ჯგუფისთვის. მათი ზედიზედ 4 კონცერტის ბილეთები სულ რამდენიმე დღეში გაიყიდა. იხილეთ წყარო: . ჯგუფის ასეთი წარმატების მიზეზად ბევრი იან გილანს მიიჩნევს, რომელიც ცნობილ მიუზიკლში Jesus Christ Superstar იესოს პარტიებს ასრულებს. სამწუხაროდ, ჭორები არ გამართლდა და ჯგუფმა არცერთი სიმღერა არ დაუკრა ამ მიუზიკლიდან. პრესა კი ფარფლების მეორე ებრაულ ტურნეს ბოლო წლების ყველაზე დიდ მუსიკალურ მოვლენად მიიჩნევს ისრაელში. როგორც იცით ჯგუფმა 1990 წელს გამართა რამდენიმე კონცერტი ამ ქვეყანაში, მაგრამ ეს მოხდა მაშინ როცა ფარფლებს ყველაზე არაპოპულარული ვოკალისტი Joe Lynn Turner ყავდათ. "მერე რა, რომ იან გილანს სიმღერების სათაურები ეშლება და Rapture of the Deep გამოაცხადა როგორც Pictures of Home, სიმღერის სათაურის არევა ერთადერთი "ნაკლი" იყო ფარფლების ებრაული ტურნესი. სხვა ყველაფერი ასაკოვანმა მუსიკოსებმა ისე შეასრულეს, როგორც ეს როკ-მუსიკის დინოზავრსა და მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჯგუფს შეეფერება" - ამას იუწყება ერთ-ერთი ებრაულ-ინგლისური ინტერნეტ გამოცემა. ვიდეოებს კონცერტებიდან ძალიან მალე მოგაწვდით.

3 comments:

Anonymous said...

ra girda ar icii?? eh.. mec minda ra... :(

Solitaire said...

300 dolaramde girda bileti, 700 ebrauli shekeli anu :) da zedized 4 koncerti gaiyida mag fasis biletebit

Anonymous said...

sagool..

ara ar uchirt magat mara mainc.. deep pruple ro chamova shens qveyanashi ... vaime fulzea laparakiiii ?? :((( :jumr: