DEEP PURPLE home

DEEP PURPLE home
C'mon! C'mon! C'mon! Let's go space trucking round the Deep Purple World

February 12, 2009

JLT - მანიპულირება Rainbow-ს სახელით!


როგორც უკვე იცით, რეინბოუს და დიფ ფარფლის ყოფილმა ვოკალისტმა Joe Lynn Turner-მა მუსიკალური კარიერის თავიდან დაწყების რამდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ გადაწყვიტა შეეკრიბა ლეგენდარული რეინბოუს რამდენიმე ყოფილი (და უმნიშვნელო) წევრი და ჩამოეყალიბებინა ახალი ბენდი. თუმცა ჯგუფის კომერციული წარმატებისათვის ახალი ხრიკი მოიფიქრა, მას Over The Rainbow დაარქვა. რამდენიმე თვის წინ კი პრესა აჭრელდა სათაურებით: Over The Rainbow - with Blackmore, on Tour. საქმეში გაურკვეველ ფანებს ეს რეინბოუს რიჩი ბლექმორთან ერთად აღდგენა ეგონათ, თუმცა ბლექმორში რიჩის შვილი, Jurgen Blackmore იგულისხმებოდა.


საქმე ტურნემდე მივიდა და თიურნერმა რუსეთის და უკრაინის რამდენიმე სოფელში და რამდენიმე ქალაქში დაგეგმილ კონცერტებს მსოფლიო ტურნე უწოდა. ყველაზე დიდი შოკი კი იყო აფიშა, სადაც ნაცვლად ჯგუფის დასახელებაში Over The უმცირესი ასოებით წერია, ხოლო Rainbow წინაა გამოტანილი. ქვემოთ კი კომენტარი: World Tour - Classic Lineup Together Again. (იხილეთ ფოტო)


კონცერტზე მისულ იმედგაცრუებულ ფანებს რა რეაქცია ექნებათ ეს ტურნეს შემდეგ გამოჩნდება, თუმცა ფაქტია, თიურნერმა კიდევ ერთხელ სცადა ბედი დამატებით რამდენიმე ასეული დოლარის გაკეთებაში.

1 comment:

Anonymous said...

ვახ შენ რა გითხარი :)))) რატომ ვერ იტან მასე?
გილანი უარს იძახის არა დოლარებზე :lol:
პ,ს, მიხვდები ალბათ რომელიც ვარ ;)