DEEP PURPLE home

DEEP PURPLE home
C'mon! C'mon! C'mon! Let's go space trucking round the Deep Purple World

December 15, 2009

Deep Purple პირდაპირ ეთერში


Deep Purple 16 დეკემბერს იტალიის ქალაქ ბოლონიაში გამართავს კონცერტს Land Rover Arena-ზე. კონცერტს პირდაპირ ეთერში გადასცემს იტალიის ტელე-რადიო მაუწყებლობის (RAI) რადიო 2. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ეს ლეგენდარული კონცერტი მოისმინოს პირდაპირ ეთერში რადიო2-ის ოფიციალური ვებ-გვერდიდან. დაკლიკეთ საიტის ზემოთა მარცხენა მხარეს არსებულ ყურსასმენის წითელ ღილაკს
თუკი ფლეიერი არ ჩაირთო, ესეიგი თქვენ RealPlayer გჭირდებათ, რომლის გადმოწერაც აი აქედან შეგიძლიათ.
კონცერტის პირდაპირი ტრანსლაცია 16 დეკემბერს, თბილისის დროით 11:55 წუთზე დაიწყება.

16 დეკემბერს, ბოლონიის კონცერტით დასრულდება ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული 4 წლიანი მსოფლიო ტურნე, Rapture Of The Deep World Tour რომლის ფარგლებშიც მათ 500-მდე კონცერტი გამართეს და 2 მილიონამდე ბილეთი გაყიდეს.

November 19, 2009

იან გილანი და ქართველი ფანები - ფოტოები და ვიდეო სიუჟეტი





2009 წლის 20 ივლისი დიფ ფარფლის ქართველ ფანებს ალბათ სიცოცხლის ბოლომდე გვემახსოვრება. ჩვენ ხომ ჩვენს საყვარელ როკ-ვოკალისტს იან გილანს პირადად შევხვდით. მოყოლილს ნანახი სჯობსო, ასე რომ იხილეთ ჩვენი დიდი როკ-ტურის, გილანთან შეხვედრის და კონცერტის ამსახველი ვრცელი ტელე-სიუჟეტი.

ჩვენი ბლოგის მკითხველებს ბოდიში რომ მასალების დადება ასე დავაგვიანე :)







ხოლო აქ იხილეთ 100-მდე ფოტო. ფოტოებზე ასახულია ჩვენი მგზავრობა ავტობუსში, მზადება კონცერტისთვის, შეხვედრა გილანთან და უშუალოდ კონცერტის კადრები.

აი აქ კი ნახეთ კურიერ P.S.-ის სიუჟეტი ამ ზე-ემოციურ მოგზაურობაზე

Wasted Sunsets პირველად დაუკრეს!

ვიდეოზე: იან გილანი ასრულებს Wasted Sunsets-ს სოლო-ტურნეზე

1 კვირის წინ გამართულ ბრიტანულ ტურნეზე დიფ ფარფლმა პირველად დაუკრა სიმღერა Wasted Sunsets. სიმღერა 1984 წელს ჩაწერეს და ალბომ Perfect Strangers-შია შესული თუმცა 25 წლის განმავლობაში მათ არცერთხელ არ შეუსრულებიათ ლაივში. გამონაკლისია გილანის სოლო ტურნე აშშ-ში 2006 წელს, როდესაც მან ყველა კონცერტზე იმღერა ეს სიმღერა. როგორც ჩანს მისი პრემიერა დიფ ფარფლის კონცერტზე 2009 წელს ალბომ Perfect Strangers-ის იუბილეს უკავშირდება. ეს ალბომი ზუსტად 25 წლის წინ, 1984 წლის ნოემბერში გამოუშვა ჯგუფმა.

ინტერვიუ იან გილანთან


1 კვირის წინ დიფ ფარფლს ჰქონდა ტურნე დიდ ბრიტანეთში. კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე მან ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ ბრიტანულ გაზეთს. ინტერვიუში იგი საუბრობს მუსიკალური ინდუსტრიის ცვლილებებსა და განსხვავებაზე ამერიკელ, ბრიტანელ და დანარჩენი მსოფლიოს მაყურებელს შორის

http://www.thehighwaystar.com/news/2009/11/07/nothing-from-the-industry/

120 000 მაყურებელი პარიზში


ამ წლის სექტემბერში ჯგუფს კონცერტი ჰქონდა პარიზში, Fete Del'Humanite-ს ფესტივალზე, სადაც მათ სანახავად 120 000 მაყურებელმა მოიყარა თავი. შეგახსენებთ რომ 2005 წელს მათ საფრანგეთის კიდევ ერთ ქალაქში გამართეს შოუ 80 000 მაყურებლისთვის, ხოლო 2007 ჯგუფმა რეკორდი მოხსნა, Rapture Of The Deep-ის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში მარტო საფრანგეთში ერთ წელიწადში 200 000 ბილეთი გაყიდეს და ამისთვის სპეციალური ჯილდოც კი მიიღეს ფინალური კონცერტის შემდეგ.

დიფ ფარფლმა ოაზისი ჩაანაცვლა

როგორც ცნობილია, ამ წლის აგვისტოში ბრიტანული ჯგუფი "ოაზისი" დაიშალა. მათ 3 ცნობილ ფესტივალზე გამოსვლა ჰქონდათ დაგეგმილი სადაც ისინი ჰედლაინერის სტატუსით უნდა გამოსულიყვნენ, თუმცა დაშლის გამო ფესტივალის პრომოუტერები მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ, რადგან დაგეგმილ კონცერტებამდე 2 დღე იყო დარჩენილი. ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ოაზისის მაგივრად მოეწვიათ რომელიმე ლეგენდარული როკ-ჯგუფი რათა ფესტივალი "გადაერჩინათ". მათ არჩევანი დიფ ფარფლზე გააკეთეს. Rock Am See festival-ის ორგანიზატორი იხსენებს: "როდესაც გავიგე რომ ოაზისი დაიშალა, მთელი ღამე არ მეძინა რადგან 2 დღეში კონცერტი იყო დაგეგმილი, რომელზეც 40 000 ბილეთი უკვე გაყიდული იყო, არ ვიცოდი რა მექნა რომ 40 000 მაყურებელი გამწარებული არ მოგვწდომოდა. ერთ-ერთმა მეგობარმა მითხრა რომ სწორედ ამ დროს დიფ ფარფლს შვეიცარიაში ჰქონდა კონცერტი და მათი გადმოყვანა შვეიცარიიდან გერმანიაში ადვილი იქნებოდა. იმ ღამესვე დავუკავშირდი ჯგუფის მენეჯმენტს და დილით უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ ოაზისის მაგივრად დარჩენილ 2 ფესტივალზე ჰედლაინერად დიფ ფარფლი დაუკრავდა."

ნერვიულობდნენ თავად დიფ ფარფლის წევრებიც, რადგან კონცერტზე მოსულ ბრიტპოპის ფანებს ჰედლაინერად ჰარდროკ ჯგუფი დახვდებოდათ და არავინ იცოდა როგორ მიიღებდა მაყურებელი ამ ცვლილებას. საბოლოოდ ყველაფერი ისე წარიმართა როგორ ეს ლეგენდარულ ჯგუფს შეეფერება. მიუხედავად ოაზისის დაშლისგან გამოწვეული სტრესისა, აგვისტოს ბოლოს გერმანიის ბოდენსტადიონზე 40 000 მაყურებელი სულმოუთქმელად ელოდებოდა დიფ ფარლის გამოჩენას და კონცერტის შემდეგ ჯგუფი ხანგრძლივი აპლოდისმენტებით გაუშვეს. აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ვერც ჯგუფ Kasabians-ის წევრები, რომლებმაც დიფ ფარფლის გამოსვლამდე ერთსაათიანი სეტით გაახურეს მაყურებელი და სცენის უკნიდან 2 საათის განმავლობაში ადევნებდნენ თვალს დიფ ფარფლის კონცერტს. აი რა განაცხადა კასაბიანსის ერთ-ერთმა წევრმა კონცერტის შემდეგ: "პირველად ვნახე დიფ ფარფლი ლაივში და მსგავსი არაფერი მომისმენია, ნამდვილი როკერები არიან, სცენაზე ისეთი ენერგიის ცეცხლი დაანთეს, გულახდილად რომ ვთქვა, შემშურდა კიდეც"

გერმანიის შემდეგ დიფ ფარფლმა ასეთივე წარმატებით ჩაანაცვლა ოაზისი მილანში დაგეგმილ ფესტივალზე. კონცერტის პირველი 10 წუთი (რომეო და ჯულიეტას ინტრო და Highway Star) შეგიძლიათ იუტუბზე მოისმინოთ

დიფ ფარფლი ახალ ალბომზე იწყებს მუშაობას


როგორც ბოლო დროს ირკვევა, ძალიან მალე ჯგუფი ახალ სტუდიურ ალბომზე დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ დონ ეირიმ ერთ-ერთ გერმანულ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა. სტივ მორსმა კი ჟურნალ Classic Rock-თვის მიცემულ ინტერვიუში დააკონკრეტა რომ სტუდიაში ახალი წლის შემდეგ შევლენ. ხოლო იან გილანმა სტამბულში ქართველ ფანებთან შეხვედრისას განაცხადა რომ ჯგუფი მზადაა ახალი ალბომის ჩასაწერად და ამაზე მუსაობას 2010 წლის დასაწყისში, თებერვალში დაიწყებენ.
ჩვენკი ისღა დაგვრჩენია დიფ ფარფლის მორიგ სტუდიურ ალბომს ველოდოთ. შეგახსენებთ რომ ბოლო ალბომი Rapture Of The Deep მათ 2005 წელს გამოუშვეს და ამ დისკის მხარდასაჭერად გრანდიოზული 4 წლიანი მსოფლიო ტურნე გამართეს სახელწოდებით Rapture Of The Deep World Tour. ამ ოთხწლიანი ტურნეს ფარგლებში მსოფლიოს 5 კონტინენტზე მათ 500-მდე ლაივი ჰქონდათ.

July 9, 2009

პირველი რადიო და ჩვენ!


პარასკევს, 17 ივლისს, "პირველი რადიოს" ეთერში მოეწყობა ქართველი ფანების ჯგუფის გაცილება სტამბულში, გადაცემაში "Art News ქეთი ილურიძესთან ერთად".


როგორც იცით ბოლო კვირის მანძილზე "პირველი რადიო" მუდმივად აანონსებდა ქართველი ფანების შეხვედრას იან გილანთან და დაგეგმილ კონცერტს, ხოლო კვირის ბოლოს კი ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნეს დიფ ფარფლის კონცერტზე ქართველი ფანების დაგეგმილ ვიზიტს სტამბულში.
ასე რომ, გვისმინეთ 'პირველი რადიოს' ეთერში პარასკევს, 6 საათზე

July 4, 2009

სრულიად დაუჯერებელი მარაზმი: დიფ ფარფლი რუსეთის სასამართლომ დააჯარიმა... მიზეზი???


რამდენიმე დღის წინ დაუჯერებელი ფაქტი მოხდა რუსეთში, სადაც ადგილობრივმა სასამართლომ დააჯარიმა ჯგუფი... არც მეტი არც ნაკლები იმისთვის, რომ ჯგუფმა 2008 წელს გამართულ რუსულ ტურნეზე დაუკრა......უბრალოდ.... საკუთარი სიმღერები (!)

როგორც აღმოჩნდა ქალაქ როსტოვში გამართულ კონცერტამდე ჯგუფის მენეჯმენტს უნდა მოეპოვებინა ლიცენზია სპეციალური ორგანიზაციისგან (?), რომ დიფ ფარფლს ჰქონოდა საკუთარი სიმღერების დაკვრის უფლება (?!)

მსგავსი ლიცენზიის აღება თუ საჭირო გახდებოდა, რათქმაუნდა ყველაზე განუვითარებელი ქვეყნის ყველაზე დაბალი კლასის ჯგუფის არცერთ წევრსაც კი აზრად არ მოუვიდოდა. მითუმეტეს როცა საუბარია ბრიტანული მუსიკის ლეგენდის და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტოპ-ჯგუფის შესახებ.

გამოტანილი "განაჩენის" თანახმად დიფ ფარფლის მენეჯმენტმა "უნდა" გადაიხადოს 1 000$ თვითოეულ სიმღერაზე რომელიც აღნიშნულ კონცერტზე დაუკრეს (ჯამში 15 000$).

უამრავ უცხოურ ინტერნეტ-გამოცემას სასაცილოდ არ ყოფნის აღნიშნულ "განაჩენზე" საუბარი, ერთ-ერთმა კანადურმა გამოცემამ სტატიაში ისიც აღნიშნა, რომ რუსეთში ან პირველი აპრილი ივლისში გადმოიტანეს, ან იუმორში მოიკოჭლებენო.

ჯგუფის მენეჯმენტს აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

June 7, 2009

გილანი სტამბულში ქართველ ფანებს პირადად შეხვდება!!!


ეს ინფო იქნება ალბათ ყველაზე გასახარებელი ინფო იმ რამდენიმე ათეული ქართველი ფანისთვის, ვინც სტამბულში Deep Purple-ს კონცერტზე მოდის - იან გილანის გადაწყვეტილებით, სტამბულში კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე მოეწყობა შეხვედრა თბილისიდან ჩასულ ფანებთან.

ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ რამდენიმე თვის წინ გილანს მივწერე ვრცელი წერილი, თუ როგორ გვიყვარს საქართველოში ეს ჯგუფი, გავახსენე მისი ქორწილი თბილისში და ვუთხარი, რომ ათეულობით ქართველი ფანი მივდივართ სტამბულში საოცნებო ჯგუფის სანახავად. საერთო ჯამში, იმდენად თბილი წერილი გამოვიდა რომ..... რომ იან გილანმა გადაწყვიტა, თავისი ინიციატივით შეხვდეს იმ ათეულობით თბილისელ ფანს, რომლებიც 2000 კილომეტრს გადიან საყვარელი ჯგუფის სანახავად. :)

ჩემს მიერ მიწერილი მეილი და ჯგუფის ტურ-მენეჯერის პასუხი
იხილეთ აქ

მოკლედ, გავიხაროთ ქართველო ფანებო და მსოფლიოს ყველაზე დიდ როკ-ვოკალისტთან შესახვედრად მოვემზადოთ :)

როგორც კი მათ ტურ მენეჯერთან ერთად შეხვედრის საკითხებს გადავწყვიტავთ, დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით.


კონცერტზე წამოსვლის მსურველები, როგორც უკვე იცით მეხმიანებით ნომერზე: 877 120 556

June 1, 2009

Ian Gillan - One Eye To Morocco [DOWNLOAD]

ესეც დიდი ხნის შეპირებული იან გილანის ახალი სოლო ალბომი.
თუ გინდა მოისმინო ყველაზე მრავალფეროვანი და არასტანდარტული ალბომი იან გილანისაგან, მაშინ One Eye To Morocco საუკეთესო არჩევანი იქნება. როგორც თავად გილანი ამბობს, მას არ უნდოდა ტრადიციული როკ-ალბომის გაკეთება, რადგან ამას ისედაც აკეთებს ფარფლებთან ერთად. არამედ უნდოდა მთლიანად ემოგზაურა მუსიკაში და შემოეთავაზებინა ყველაზე ეგზოტიკური ალბომი, სადაც თავს მოუყრიდა ყველა ჟანრს, რომელმაც მუს მუსიკალურ გემოვნებაზე გავლენა იქონია.


თუ შენ მძიმე როკ-ალბომი გინდა, გილანის ვოკალის უმაღლესი ნოტებით, მაშინ არჩევანი დიდია მისი სოლო და "ფარფლური" კარიერიდან. მაგრამ თუ გინდა მოისმინო ფანქის, ბლუზის, ჯაზის, რეგეის, სოულის, პოპის, აღმოსავლური მოტივების და როკის ულამაზესი ნაზავი, მაშინ გადმოიწერე One Eye To Morocco და იმოგზაურე იან გილანთან ერთად მუსიკაში.


სოლო-ალბომის იდეას საფუძველი რამდენიმე წლის წინ ჩაეყარა, როდესაც გილანს ერთმა მეგობარმა ასეთი ფრაზა უთხრა, "Ahh, Ian, you have one eye to Morocco, and another to Caucasus"... გილანი დაინტერესდა ამ გამოთქმის მნიშვნელობით, და აღმოაჩინა რომ უყურებდე ერთი თვალით მოროკოს, და მეორეთი კავკასიას, ნიშნავს რომ გქონდეს ერთი რეგულარული საქმე, და ამ დროს უცებ გადაუხვიო სრულიად სხვა მიმართულებით, დაინეტერსდე სხვა რამით.

იან გილანმაც, კავკასია მიიჩნია როგორც დიფ ფარფლი, ანუ მისი რეგულარული ბენდი, და გადაწყვიტა მეორე თვალით მოროკოსკენ გაეხედა. სწორედ ამიტომ გამოუშვა მან ასეთი არასტანდარტული და ეგზოტიკური ალბომი...

გადმოიწერეთ 3 სინგლი და მთლიანი ალბომი:

1. One Eye To Morocco (Gillan/Morris)
2. No Lotion For That (Gillan/Morris)
3. Don't Stop (Gillan/Appleby)
5. Girl Goes To Show (Gillan/Morris)
7. Deal With It (Gillan/Morris)
8. Ultimate Groove (Jackson)
9. Sky Is Falling (Gillan/Morris)
10. Texas State Of Mind (Jackson)
11. It Would Be Nice (Gillan/Morris)
12. Always The Traveller (Gillan/Morris)

May 23, 2009

კონცერტის ბილეთები ჩამოტანილია და იყიდება!!!



ფოტოზე: სტამბულის კონცერტის ბილეთები თბილისში

სტამბულის კონცერტზე წამსვლელთათვის ყველა საორგანიზაციო საკითხი გადაწყვეტილია. ტურისტულმა კომპანია Elite-Tour-მა საუკეთესო პირობები შემოგვთავაზა.

ბილეთები: კონცერტის ბილეთები ჩამოტანილია, 1 ბილეთი - 120$. ფულის გადახდიდან 1 კვირაში სახლში კონცერტის ბილეთები გვექნება, აქვე ჩამოიტანენ ბილეთებს, დაჯავშნის გარეშე (რეალურ ფასს მხოლოს 15$ ემატება)

გზა: კომპანია აგრეთვე დაგვეხმარება გზის საკითხში, ხალხის რაოდენობის მიხედვით წავალთ ან სამარშუტო ტაქსით, ან 27 კაციანი ავტობუსით და თვითონვე ჩამოგვიყვანენ უკან. აგრეთვე, ავტობუსის მძღოლს წინასწარ ვეტყვით სტამბულში რისი დათვალიერება მოგვინდება (აია სოფიას ტაძარი, სტამბულის ბაზარი) და თვითონ მიგვიყვანს შესაბამის ადგილებამდე.

სასტუმრო: კომპანია თვითონ დაგვიჯავშნის საჭირო რაოდენობის ნომრებს 3 ვარსკვლავიან სასტუმროში, სასტუმროს მომსახურებაში აგრეთვე შედის დილის საუზმე (ანუ კვების პრობლემა ნაწილობრივ მოგვარებული იქნება)

და თუ ჩვენ ეს ყველაფერი სასტუმროს გარეშე 450 ლარი გვიჯდებოდა, ეს კომპანია სასტუმროს ჩათვლით გვთავაზობს ყველაფერი კაცზე 480 ლარად

პირველ რიგში მიგვაქვს 120$ - კონცერტის ბილეთის ფული, ხოლო მერე, სურვილისდა მიხედვით ავირჩევთ ვინ თავისი გზით წავა, ვინ თვითმფრინავით და ვინ გადაიხდის დანარჩენ თანხას (ვიმეორებ, ბილეთიანად 480 ლარი) და ეს ტურისტული კომპანია მიხედავს ყველაფერს!!!

ბილეთების შეძენის მსურველები დამიკავშირდით: 877 120 556

May 22, 2009

მოითხოვე DEEP PURPLE თბილისში!



Demand Deep Purple in Tbilisi!
Deep Purple in Tbilisi - Learn more about this Eventful Demand

View all Tbilisi events on Eventful


დაკლიკე DEMAND IT და მოითხოვე Deep Purple-ს ჩამოყვანა თბილისში

May 5, 2009

2009 - პოლონეთი DEEP PURPLE-ს მოლოდინში

რამდენიმე დღის წინ, 1 მაისს ჯგუფს ჰქონდა გრანდიოზული კონცერტი პოლონეთში, რომელსაც 40 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. ვიდეოზე ნაჩვენებია თუ როგორ ემზადება ათასობით ფანი კონცერტისთვის, და კონცერტის ფრაგმენტები.

ნახეთ ვიდეო, ვისაც უნდა რომ განიცადოს ის, რასაც Deep Purple-ს კონცერტის წინა საათები ჰქვია.

ბილეთების შეძენა იწყება!!!


დღეიდან იწყება ბილეთების ფულის შეგროვება!!!
რადგან ინტერნეტით დაჯავშნა გართულდა, გადავწყვიტეთ რომ ავაგროვებთ ბილეთის ფულს (150 ლირა=155 ლარი), რომელსაც დაემატება 10 ლარი გზის ფული. ამ გზის ფულით 2 ადამიანი ჩავალთ სტამბულში და ჩამოვიტანთ საჭირო რაოდენობის ბილეთებს. ანუ მაისის შუა რიცხვებში უკვე ყველას სახლში გვექნება ამ უდიდესი როკ-ჯგუფის კონცერტის ბილეთი.
ვისაც უნდა რომ ზაფხულის ცხელი დღეები მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქის დათვალიერებას დაუთმოს და შემდეგ ცხელ საღამოს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი როკ-ჯგუფი ნახოს ლაივში, აუცილებლად შემეხმიანოს. ეს სიამოვნება თავიდან ბოლომდე მაქსიმუმ 400-450 ლარი გვიჯდება ყველა ფანს.
ყველა სახის ინფორმაციისათვის და შეკითხვებისთვის დამიკავშირდით 877 120 556

April 13, 2009

Higway Star 2009

ეს ვიდეო ნახოს ყველამ, ვისაც აინტერესებს თუ როგორ იწყება ახალი ტურნეს თვითოეული კონცერტი და რის სანახავად მივდივართ სტამბულში 20 ივლისს. Deep Purple 2009 წლის მსოფლიო ტურნეზე ყველა კონცერტს Highway Star-ით გახსნის. ვიდეოზე ნაჩვენებია ამ წლის ტურნეს პირველი კონცერტის პირველი 7 წუთი - ნახეთ და მოისმინეთ Highway Star-ის ერთ-ერთი ყველაზე მბომბავი ვერსია. ჯგუფი ცეცხლს აფრქვევს.
კონცერტი ტელე-ტრანსლაციით გადაიცა, ამიტომ ვიდეო სუპერ ხარისხისაა

April 10, 2009

ინტერვიუ პირველ რადიოში


დღეს 6 საათზე, პირველი რადიოს ეთერში (FM 106.4) გავა გადაცემა "Art News ქეთი ილურიძესთან ერთად". გადაცემაში გაშუქდება სიუჟეტი Deep Purple-ს სტამბულის კონცერტთან დაკავშირებით, ფანების გეგმებზე და იქნება ინტერვიუ ორგანიზატორთან.
შეგიძლიათ გვისმინოთ.

Ian Gillan - One Eye To Morocco PROMO PHOTOS






Ian Gillan ის ახალი ალბომის One Eye To Morocco პრომო ფოტოსესია

April 6, 2009

ფანების პირველი შეხვედრის შედეგები და სამოქმედო გეგმები


ამ შაბათს მოეწყო სტამბულის კონცერტზე წამომსვლელთა პირველი შეხვედრა. შეხვედრას ჰქონდა მცირემასშტაბიანი, მაგრამ ნაყოფიერი სამუშაო დატვირთვა. გადაწყდა შემდეგი საკითხები:

1. ბილეთების შოვნა

2. პრომო-აქციები მეტი ფანების მოსაზიდად

3. შემდეგი შეხვედრები.

ყველაზე მთავარი არის კონცერტის ბილეთების რაც შეიძლება მალე დაჯავშნა. ამისათვის უნდა შედგეს წამომსვლელთა სიის შედგენა, საერთო შეკრება, ფულის შეგროვება და შემდეგ დაჯავშნა.